დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9-16 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016016 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის პირველი პუნქტის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა’’, 25.10.2006წ, N209, სარეგისტრაციო კოდი: 010.260.030.35.101.009.490) დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია (შემდგომში - ადმინისტრაცია); ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახური; ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური; ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური; ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური.’’
ბ) 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 121. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სტრუქტურა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა შედგება შემდეგი თანამდებობის პირებისგან: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი - მთავრობის ხელმძღვანელი; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი); 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები; 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსი; 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგებელი; 6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდუბის რაიონის გამგებელი; 7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებელი; 8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებელი; 9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კრწანისის რაიონის გამგებელი; 10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისმერიის მთაწმინდის რაიონის გამგებელი; 11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საბურთალოს რაიონის გამგებელი; 13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებელი; 14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი; 15. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი; 16. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი; 17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი; 18. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი; 19. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი; 20. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი; 21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი; 22. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი; 23. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი; 24. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი; 25. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი.’’ |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთ თვეში. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები