„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016678
284
29/09/2014
ვებგვერდი, 30/09/2014
190040000.22.033.016678
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №284

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N637 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის“ მე-2 მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„6. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილება), გადაწყვეტილების მიღებაზე ასევე უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გადანაწილების გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ან გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს. “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური