დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.137.016140 |
49
23/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
010250020.35.137.016140
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის; საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს კანონის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზეადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №47 დადგენილებაში, კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების (დანართი № 1) მე-10 მუხლის (კონკურსის გამოცხადება) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს დაწესებულების ხელმძღვანელი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 2. დაწესებულების ხელმძღვანელის აქტის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს ვაკანტური თანამდებობისთვის შეტყობინების მომზადებას, რომელიც ვრცელდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. “ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები