სს „გალთ ენდ თაგარტი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

  • Word
სს „გალთ ენდ თაგარტი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 820
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/09/2014
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
820
10/09/2014
ვებგვერდი, 24/09/2014
სს „გალთ ენდ თაგარტი“-სათვის საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №820

2014 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „გალთ ენდ თაგარტისათვის” საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ პუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის, ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 37 პუნქტის, მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე–6 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 9 მარტის N34/01 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის N66/04 ბრძანების საფუძველზე:

1. შპს „ბიჯი კაპიტალის” გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია №20021 და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 20 დეკემბრის №176 ბრძანება.

2. გაიცეს სს „გალთ ენდ თაგარტზე” განუსაზღვრელი ვადით საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

3. სს „გალთ ენდ თაგარტზე” სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება არ ნიშნავს იქამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების შეწყვეტას.

5. სს „გალთ ენდ თაგარტი“ წარმოადგენს შპს  „ბიჯი კაპიტალის” სამართალმემკვიდრეს.

6. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

7. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

8. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                                ოთარ ნადარაია