დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1708 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017695 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1708
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ თბილისში, 2015 წლის მაისში დაგეგმილ „თბილისი – 2015“ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ განსახორციელებლად საჭირო მშენებლობისათვის აუცილებელი საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები