სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1707
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017696
  • Word
1707
19/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
000000000.00.003.017696
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1707  

2014    წლის  19   სექტემბერი  

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 1 146 249 (ერთი მილიონ ას ორმოცდაექვსი ათას ორას ორმოცდაცხრა) ლარი, მათ შორის: 

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 892 000 (რვაას ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი;

ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

გ) თელავის მუნიციპალიტეტს – 14 249 (თოთხმეტი ათას ორას ორმოცდაცხრა) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ხიდ- ბოგირების, წყალგამტარი მილების, სანიაღვრე არხების, საცხოვრებელი სახლების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განკარგულების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი