სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1705
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017698
  • Word
1705
19/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
000000000.00.003.017698
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1705 

2014  წლის 19  სექტემბერი 

ქ. თბილისი

  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

   1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.

   2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

  ა)   საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში;

  ბ)  ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონებისა;

  გ)  ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

   3. სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული ქონების შემდგომ გასხვისებაზე თანხმობა გაცემულად ითვლება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ განკარგულებით გათვალისწინებული ქონების გასხვისებისას ახალ შემძენზე არ გადადის ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები.

   4. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალიწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                     ირაკლი ღარიბაშვილი