სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იქს სტილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იქს სტილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017700
  • Word
1703
19/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
000000000.00.003.017700
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იქს სტილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1703

 2014  წლის 19  სექტემბერი

 ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,იქს სტილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

   1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-7 მუხლის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ჩიხი ქინძმარაული, №4-ში (ნაკვ.01/148) მდებარე 671 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 საერთო ფართით – 567.99 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.19.33.001.148) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,იქს სტილს“ (ს/კ 406123733).

   2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

   ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

   ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე საფეიქრო საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

   გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 282000 (ორას ოთხმოცდაორი ათასი) ლარის ინვესტიციისგანხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

   გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

   გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;

   დ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის მოცულობის (წელიწადში არანაკლებ 500000 (ხუთასი ათასი) ერთეული ტანსაცმელი) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

  დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

  დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

  3. შპს ,,იქს სტილის“ მიერ წარმოდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                ირაკლი ღარიბაშვილი