დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „დარიალი ენერჯისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1698 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017717 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1698
2014 წლის 1 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „დარიალი ენერჯისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „დარიალი ენერჯისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებას , საქართველოს მთავრობის სახელით , ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ .
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები