საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ექსპერტებისა და ტრენერების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1697
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017716
  • Word
1697
19/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
000000000.00.003.017716
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ექსპერტებისა და ტრენერების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1697

2014 წლის 1 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ექსპერტებისა და ტრენერების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა (შემდგომში - ცენტრი), ცენტრსა და საქართველოში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული საკონსულტაციო მომსახურების შესახებ შეთანხმება და ცენტრსა და შპს ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის გაფორმებული ადგილობრივი საგრანტო ხელშეკრულების (№83180818) ფარგლებში, 2014 წელს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს შემდეგი ექსპერტებისა და ტრენერების მომსახურების შესყიდვა:

ა) მამუკა გვილავა - ექსპერტი შავის ზღვის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის საკითხებში  (შავი ზღვის სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პასუხისმგებელი პირი საქართველოში);

ბ) მარინა შვანგირაძე - ექსპერტი კლიმატის ცვლილების საკითხებში  (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი; გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო-კონვენციის მე-18 და მე-19 მხარეთა კონფერენციის ბიუროს წევრი);

გ) თამარ გუგუშვილი - ექსპერტი წყლის რესურსებისა და ნარჩნების მართვის საკითხებში;

დ) ირაკლი მეგრელიძე - ექსპერტი ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების შეფასებისა და მართვის საკითხებში (ეროვნული გარემოსდაცვითი სამოქმედი პროგრამის შექმნის მრჩეველთა გუნდის წევრი);

ე) ვალერი მელიქიძე - ექსპერტი სოციო-ეკონომიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების საკითხებში;

ვ) ალექსანდრე აფციაური - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი (ტრენერი);

ზ) კონსტანტინე ხაჭაპურიძე - გარემოს დაცვის სფეროში ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების სპეციალისტი (ტრენერი);

თ) ლერი ჭოჭუა - სპეციალისტი ტყის დაგეგმვის და ბუნების კონსერვაციის სფეროში (ტრენერი);

ი) კობა კობახიძე - სპეციალისტი ტყეების ინვენტარიზაციისა და ტყეკაფის გამოყოფის საკითხებში (ტრენერი);

კ) ნოდარ გაგნიძე - ტყის აღრიცხვის სპეციალისტი (ტრენერი);

ლ) გიორგი თხელიძე - სატყეო ინჟინერიის სპეციალისტი (ტრენერი).

პრემიერ-მინისტრი                      ი.  ღარიბაშვილი