დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ნ. მიქელაძის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1689 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017708 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1689
2014 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ“ კონვენციის საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ნ. მიქელაძის დანიშვნის შესახებ
1 . საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2003 წლის 19 ივნისის კონვენცია.
2 . „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები