„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი)“ სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ.ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1688
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017707
  • Word
1688
18/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
000000000.00.003.017707
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი)“ სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ.ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1688

2014 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს ( IBRD) შორის (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი)“  სასესხო ხელშეკრულების  საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. ჯავახიშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1 . საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტის და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და  მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 3 სექტემბერს  ხელმოწერილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს ( IBRD) შორის (ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი)“  სასესხო ხელშეკრულება.

2 . „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე  გიორგი ჯავახიშვილი.

პრემიერ-მინისტრი            ი . ღარიბაშვილი