დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.32.061.016105 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/09/2014 - 24/04/2015)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №40
2014 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და შეეძლოს გუნდური მუშაობა.
მუხლი 2
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნა;
გ) მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ი) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
კ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 3
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” (I,III,IV,VI თავები);
გ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 4
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის აპარატის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:
1.1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას;
გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;
დ) საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი).
1.2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” (I,III,IV,VI თავები);
გ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები