ნავთობის გადამუშავების, რეალიზაციის, ნავთობის ტრანსპორტირების და გაზის ტრანსპორტირების ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ

ნავთობის გადამუშავების, რეალიზაციის, ნავთობის ტრანსპორტირების და გაზის ტრანსპორტირების ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/126
დოკუმენტის მიმღები ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
მიღების თარიღი 17/10/2014
დოკუმენტის ტიპი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 300380000.25.017.016006
11/126
17/10/2014
ვებგვერდი, 21/10/2014
300380000.25.017.016006
ნავთობის გადამუშავების, რეალიზაციის, ნავთობის ტრანსპორტირების და გაზის ტრანსპორტირების ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო
 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის

ბრძანება №11/126

2014 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ნავთობის გადამუშავების, რეალიზაციის, ნავთობის ტრანსპორტირების და გაზის ტრანსპორტირების ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 81  მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების და 256 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ენერგეტიკისა მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანების საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლის „ბ“ და „ზ“ პუნქტების, მე-3 მუხლის „რ“ პუნქტის, მე-4 მუხლის „მ“ პუნქტის და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნავთობის გადამუშავების, რეალიზაციის, ნავთობის ტრანსპორტირებისა და გაზის ტრანსპორტირების ანგარიშგების ფორმები (ფორმა №1-№4) დანართი №1 შესაბამისად.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმები საქმიანობის ლიცენიის მქონე პირებმა სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგინონ კვარტალურად, საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სააგენტოს უფროსიგიორგი ტატიშვილი