,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 22/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016114
23
22/09/2014
ვებგვერდი, 26/09/2014
010250020.35.109.016114
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2014 წლის 22 სექტემბერი

ქ. მარტვილი

 

,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პიორველი და მე-2 ნაწილების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი, 10/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016109) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულების მე-15 მუხლს  დაემატოს მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.

6 . ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია გამგებლის წარმომადგენელი.

7. ბეჭედი გამოიყენება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე.

8. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის, თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.“.

მუხლი 2
    დადგენილება ძალაშია 2014 წლის 22  სექტემბრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია