დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016127 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
28
24/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
190020020.35.129.016127
ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/09/2014 - 16/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და მისი გაცემის წესი თანდართული ფორმით (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა
და მისი გაცემის წესი |
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
|
მუხლი 2.
პრემიის გაცემის საფუძველი |
1.
პრემია გაიცემა მუნიციპალიტეტის მოხელის მიერ დაკისრებული უფლებამოსილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. |
2.
პრემია გაიცემა მოხელის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგენისა და დასაბუთების საფუძველზე. |
3.
დასაბუთება უნდა შეიცავდეს პრემიის ოდენობას, მის პროცენტულ მიმართებას პირის თანამდებობრივ სარგოსთან და ინფორმაციას შესრულებული სამუშაოსა და მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ. |
მუხლი 3.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება |
1.
გამგეობის მოხელეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, ხოლო საკრებულოს მოხელეებზე – საკრებულოს თავმჯდომარე. |
2.
გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად. |
მუხლი 4.
პრემიის გაცემის ოდენობა და პერიოდულობა |
1.
მუნიციპალიტეტის მოხელეზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. |
2.
მოხელეზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. |
3.
პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. |
4.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ზემდგომი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები