„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016114
01-192
19/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
480040000.22.030.016114
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-192

2014 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N308 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის  N308  ბრძანებაში  (ვებგვერდი, 03.01.2012წ. სარეგისტრაციო კოდი N480040000.22.030.016036) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საანგარიშგებო პერიოდში №5 და №6 დანართით გათვალისწინებულ ქვეყნებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების გაანგარიშებისათვის საბაზისო თანხა განისაზღვროს შესაბამისად 2500 ევროსა და 3495 აშშ დოლარის ოდენობით.“;

ბ) მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯი – მგზავრობის   დროისათვის   „ეკონომ” კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების არა უმეტეს 150%-ისა.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მოსამსახურეს, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებისას ან მივლინებიდან გამოწვევის დროს უკან დაბრუნებისას მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის   ხარჯების   საკომპენსაციო   თანხა,   რომელიც   შეესაბამება   მგზავრობის   დროისთვის არსებული „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას. თუ მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი მგზავრობს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მას უნაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯი.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებასთან დაკავშირებით,    აგრეთვე გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მოსამსახურის მოკლევადიანი მივლინებით გამგზავრებისას, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, უნაზღაურდება აცრებთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებით ფაქტიურად გაწეული ხარჯები.“;

ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. ამ ბრძანების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემა:

ა) „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობის თანხა;

ბ)   მაკლერთან (სამაკლერო კომპანიასთან) გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს   მაკლერის (სამაკლერო კომპანიის) მომსახურების ხარჯის 80%, ხოლო  დანარჩენ მოსამსახურეებს 50%, მაგრამ არაუმეტეს დასაქირავებელი ბინის ქირის ერთი თვის ოდენობისა.”.

2. ეს ბრძანება გარდა პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი