სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე

  • Word
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017656
  • Word
1550
08/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017656
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1550

2014 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  განხორციელების თაობაზე

    1. 2014 წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 958 782 (ცხრაას ორმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ლარი, მათ შორის: 

ა) ასპინძის მუნიციპალიტეტს – 300 284 (სამასი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) ლარი;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 293 601 (ორას ოთხმოცდაცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი;

 გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – 144 952 (ას ორმოცდაოთხი ათას ცხრაას ორმოცდათორმეტი) ლარი;

 დ) მესტიის მუნიციპალიტეტს – 108 000 (ას რვა ათასი ) ლარი;

  ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 63 612 (სამოცდასამი ათას ექვსას თორმეტი) ლარი;

   ვ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 48 333 (ორმოცდარვა ათას სამას ოცდაცამეტი) ლარი.    

    2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, სახიდე გადასასვლელების), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების, გაბიონების, ბეტონის საყრდენი კედლების, ნაპირსამაგრი ნაგებობების, საცხოვრებელი სახლების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენითი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვა.

    3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩხოროწყუსა და მესტიის მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

    4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალის­წინებული თანხების ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 

პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი