შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017657
  • Word
1551
08/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017657
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1551

2014 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. დაბა გუდაურისა და დაბა ბაკურიანის ცალკეული სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მართვაში არსებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) უზრუნველყოს დაბა გუდაურისა და დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

2. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის კოპანიისათვის გადარიცხვა და კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი