დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017691 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1548
2014 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
1. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, უკრაინის მხარის მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით, უკრაინაში გაგზავნილ იქნეს:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბალანსზე არსებული სამედიცინო დანიშნულების საგნები (დანართი №1-ის შესაბამისად);
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები:
ბ.ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (დანართი №2-ის შესაბამისად);
ბ.ბ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ვაქცინები და ასაცრელი მასალები (შპრიცები და უსაფრთხო ყუთები) (დანართი №3-ის შესაბამისად);
გ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სამინისტროს მიერ შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად), „სააფთიაქო ჩანთით“ განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტი და სამედიცინო დანიშნულების საგნები (დანართი №6-ის შესაბამისად).
2. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსიდან მოიხსნას მე-2 (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო) და მე-3 (სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) დანართებით განსაზღვრული საქონელი და გადაეცეს სამინისტროს, რის შემდგომაც, სამინისტრომ უზრუნველყოს მისი განკარგვა, ამ განკარგულების შესაბამისად.
3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების უზრუნველსაყოფად, საჭირო საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება), ასევე, შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული საქონლის (მედიკამენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები) შევსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, სამინისტროს გამოუყოს 426 000 (ოთხას ოცდაექვსი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი








უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები