დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1547 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017690 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1547
2014 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
აბრამ ჩანჩალაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, გაუქმდეს „სს „საქპრესა“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების (75%, 165700 ცალი ჩვეულებრივი აქცია) კომერციული კონკურსის ფორმით 50% ფასდაკლებით პრივატიზების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2003 წლის 27 მარტის №1-3/242 ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები (გარდა, მყიდველის მიერ საბოლოო გასაყიდი ფასის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში თანაბარპროპორციულად, თვეების მიხედვით, გადახდის ვალდებულების შესრულებისა), იმ პირობით, რომ ფ/პ აბრამ ჩანჩალაშვილი, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 000 (ერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდას.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფ/პ აბრამ ჩანჩალაშვილი გათავისუფლდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს (უფლებამონაცვლე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფ/პ აბრამ ჩანჩალაშვილს შორის 2003 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები