დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 17 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.135.016104 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 17 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (ვებგვერდი, matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.32.057.016178) შევიდეს შემდეგი დამატებები: |
ა)
დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.კ“ ქვეპუნქტი:
„ე.კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“; |
ბ)
დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.“; |
გ)
დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. გამგებლის წარმომადგენელი 1.გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენელის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი. 3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგებლის წარმომადგენელი: ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას; გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას; ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს; ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ზ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“. |
დ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“; |
ე)
დებულების 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შეინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულია 2015 წლის 10 იანვრიდან.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები