„სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1544
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017685
  • Word
1544
08/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017685
„სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1544

2014 წლის 8 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

 კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების (ხელშეკრულების) გაფორმება, რომლითაც კომპანია იკისრებს შემძენის საკუთრებაში არსებულ და „სახელმწიფო ქონების კომპანია „რეზიდ ჰოლდინგ ჯიემბიეიჩისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №256 განკარგულების საფუძველზე გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არა უგვიანეს 2017 წლის 1 ივლისამდე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის ვალდებულებას და აღნიშნული შეთანხმებით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების გაფორმებამდე, არანაკლებ 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოქმედი 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენას.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                                ირაკლი ღარიბაშვილი