„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.133.016116
21
18/09/2014
ვებგვერდი, 24/09/2014
010260010.35.133.016116
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2014 წლის 18 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 18/08/2014წ.; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.133.016103)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  ა) დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის სამსახურებია:

ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახური;

დ) გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ე) გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური;

ვ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური;

თ) გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

 ი) გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური.“.

ბ) დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, აღრიცხვის, პრივატიზების, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავება, შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელება მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად.“;

გ) დებულების მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვა; პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე. სამსახური ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“;

დ) დებულების მე-13 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9  პუნქტი:

„9. სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“;

) დებულების 43-ე მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტები ამოღებული იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

 


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე