დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ღვინის ლაბორატორიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1677 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017637 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1677
2014 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ღვინის ლაბორატორიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ღვინის ლაბორატორიის“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №202330398) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ, გადაეცეს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მისი არსებობის ვადით.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნული განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები