„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017638
  • Word
1676
12/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017638
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1676

2014 წლის 12 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1122  განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქციით:

   „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012-2014 წლებში უზრუნველყოს:“.

 2. „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ღონისძიებების დაფინანსება 2012 წელს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი, „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება – შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                   ირაკლი ღარიბაშვილი