საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარეულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1672
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017640
  • Word
1672
12/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017640
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარეულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1672

2014 წლის 12 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარეულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk A/S“-ს შორის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების (გლუკაგონი ჰიპოკიტი 1მგ/მლ, ფხვნილი გამხსნელით, საინექციო ნაკრები, წარმოებული რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით) შესყიდვის მიზნით, განხორციელებელი ელექტრონული ტენდერის შედეგად (CPV კოდი – 33600000/SPA140014948) და სამედიცინო მოწყობილობების (ინსულინის შპრიც-კალმისტრები (ინსულინის მინიმალური დოზა შეადგენს 0,5 ერთეულს, მაქსიმალური დოზა 30 ერთეულს. დოზის ვიზუალური კონტროლი. ლითონის ჩარჩო) შესყიდვის მიზნით, განხორციელებელი ელექტრონული ტენდერის შედეგად (CPV კოდი – 33100000/SPA140015626), სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებების პროექტები.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი