დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კახეთის რეგიონში, „სტორი 1-ის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017680 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1561
2014 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონში, „სტორი 1-ის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, კახეთის რეგიონში, „სტორი 1-ის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „გოტა 21“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები