შპს-სათვის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს-სათვის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017679
  • Word
1560
10/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017679
შპს-სათვის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1560

2014 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შპს-სათვის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23  პუნქტის შესაბამისად, „თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის“ პროექტის ფარგლებში, დაგეგმილი სამუშაოების განხორციელების მიზნით, პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შპს-ს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს სამშენებლო სამუშაოების წარმოების საპროექტო ტერიტორიაზე არსებული, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარე კაკლის ხის (Juglans regia L.) 45 (ორმოცდახუთი) ინდივიდი, შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:

ა) X-486627, Y-4613326; X-487282, Y-4613221 – 37 (ოცდაჩვიდმეტი) ინდივიდი;

ბ) X-488841, Y-4612776; X-489638, Y-4612385 – 7 (შვიდი) ინდივიდი;

გ) X-488660, Y-4613107; X-489847, Y-4612345 – 1 (ერთი) ინდივიდი.

2. შპს „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი, განკარგვის მიზნით, გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) თვის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღების შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის დეტალური საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი;

გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ წინასწარ აცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

3. შპს-ის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარის ბუნებრივი გარემოდან ამოღების კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი