უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017675
  • Word
1556
10/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017675
უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1556

2014 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 74   მუხლის საფუძველზე, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის მოდერნიზაციის პროექტის (კმ95-კმ114) სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განსახორციელებლად, უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალები) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან 3 (სამი) თვის ვადით და მიეცეს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს:

ა) 472 500 (ოთხას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. აგარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ჭალა-კალაპოტში, შემდეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ბ) 128 500 (ას ოცდარვა ათას ხუთასი) მ3 თიხიანი კონგლომერატების მოპოვება ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

 

 

 

 

 

 

 


      

 

 

 

 

      

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება.

3. უცხოური საწარმოს ფილიალი „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ ვალდებულია:

ა) ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამავე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მიზნებისათვის;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში:

ბ.ა) 82 174 (ოხმოცდაორი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა - 472 500 (ოთხას სამოცდათორმეტი ათას ხუთასი) მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის;

ბ.ბ) 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა – 128 500 (ას ოცდარვა ათას ხუთასი) მ3 თიხიანი კონგლომერატების მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის.

4. უცხოური საწარმოს ფილიალის „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. უცხოური საწარმოს ფილიალმა „შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  ირაკლი ღარიბაშვილი