საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017674
  • Word
1555
10/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017674
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1555

2014 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. 2014 წლის სექტემბერში, ანაკლიის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა და ახალგაზრდული ბანაკის (შემდგომში – ბანაკი) ბაზაზე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ახალგაზრდების და მათი თანმხლები დელეგაციის მასპინძლობისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად და ასევე, აღნიშნული პირების ჩარტერული ავიარეისით მგზავრობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსსახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს გამოუყოს 70 160 (სამოცდაათი ათას ას სამოცი) ლარი და 54 000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული პირების ბანაკის ბაზაზე მასპინძლობასთან დაკავშირებით:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა, ადგილზე ტრანსპორტირების უსაფრთხოება, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ბანაკისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება, ხარისხის კონტროლი და წყალმომარაგების სისტემის გამართულად მუშაობა;

დ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს, შპს „ანაკლიას“ (ს/ნ №404396293) მიერ მის საკუთრებაში არსებულ ანაკლიის აკვაპარკში უკრაინელი ბავშვებისა და ახალგაზრდების და მათი თანმხლები პირების მიღებისა და უფასო მომსახურების მიზნით;

ე) ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბანაკის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამუშაოთა განხორციელება და ბანაკის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი