საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017673
  • Word
1554
10/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017673
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1554

2014 წლის 10 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტის გამცემად განსაზღვრის შესახებ

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო განისაზღვროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში, გრანტის გამცემად.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი