დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016116 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
35
18/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
010250020.35.121.016116
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/09/2014 - 15/03/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
(დანართი №1 ). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
რეორგანიზაციის გეგმა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში - გეგმა)
შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ და ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. |
2.
გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. |
მუხლი 2.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები |
რეორგანიზაცია შეეხება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს. |
ა)
ადმინისტრაციული სამსახური; |
ბ)
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; |
გ)
ეკონომიკის,ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახური; |
დ)
ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური; |
ე)
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური; |
ვ)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური; |
ზ)
კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; |
თ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; |
ი)
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; |
მუხლი 3.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები |
1.
გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე. |
2.
რეორგანიზაციის პროცესში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: |
ა)
გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 20 სექტემბრისა. |
ბ)
გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება და მიღება არაუგვიანეს 2014 წლის 6 ოქტომბრისა; |
გ)
გამგეობის რეორგანიზებული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება არაუგვიანეს 2014 წლის 15 ოქტომბრისა; |
დ)
გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა; |
ე)
საკონკურსო-საატესტაციო დებულების დამტკიცება და კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 20 სექტემბრისა; |
ვ)
ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრისა ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად; |
ზ)
კონკურსის წესით დასაკავებელ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის № 412 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად; |
თ)
გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 10 იანვრამდე. |
მუხლი 4.
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის მუშაობის რეჟიმი |
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობა მუშაობს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად. |
მუხლი 5.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი |
1.
გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. |
2.
გეგმის მე-3მუხლის მეორე პუნქტის ,, ა ‘’, ,,ბ’’, ,,გ“, და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. |
3.
გეგმის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისია. |
4.
გეგმის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშოების შესრულებაზე პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები