ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016161
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49
17/09/2014
ვებგვერდი, 19/09/2014
010250020.35.167.016161
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/09/2014 - 17/08/2015)

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №49

2014 წლის 17 სექტემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები,  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის მოხელეებზე.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის  №45 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილევახტანგ სარალიძე



დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.

 1.ყველა საჯარო მოხელეს  მოეთხოვება:

ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Windows, MS Office Word, MS Office Excel, MS Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

  გ.ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

  გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

   გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

   გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.  

 2. საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა .

3. საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და  შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა .

4. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსისა და გამგეობის  სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა .

5. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტის  და უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა .

6. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტის  თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა   საშუალო განათლება და შესაბამისი სამსახურის დებულების ცოდნა.

7.ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისათვის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ საშუალო განათლება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების ცოდნა.