შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017666
  • Word
1539
05/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017666
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1539

2014 წლის 5 სექტემბერი

 ქ. თბილისი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, შეფასებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისგან (IATA) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.

2. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი