ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017663
  • Word
1536
05/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017663
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის - ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1536

2014 წლის 5 სექტემბერი

 ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის – ტესტირების ჩატარების დროებითი წესის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე:

1. 2015 წლის 1 ივლისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დასანიშნად პირის მიერ გასავლელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის სავალდებულო ეტაპის – ტესტირების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტებმა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ არჩევანისამებრ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მუნიციპალიტეტებისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დამტკიცებული ტესტირებების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ჩატარების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             ირაკლი ღარიბაშვილი