საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017662
  • Word
1535
05/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
000000000.00.003.017662
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1535

2014 წლის 5 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შეიმუშავოს „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების განახლების“ პროგრამა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული პროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები.

3. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონების უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით გარემოსათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო და შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               ირაკლი ღარიბაშვილი