„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 20/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.016361
716
18/09/2014
ვებგვერდი, 19/09/2014
310060000.22.034.016361
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №716

2014 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებით (ვებგვერდი, 28/02/2014, 310060000.22.034.016289) დამტკიცებული  წესის მე-4 მუხლის:

1.  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა:

ა) ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული პირების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) ამ წესის №2 დანართით განსაზღვრულ სპეციალური სამსახურების მფლობელობაში არსებულ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზეც შეიძლება გაიცეს დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა.“.

2.  მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხმობის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა წარედგინოს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიმართვა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანხმობის მიღების მიზნით, დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს  წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება;

გ) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება სპეციალური დანიშნულების მიზნით.“.

4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხმობა შეიძლება გაიცეს იმ სატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-4 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანხმობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 სექტემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

დანართი №1

იმ პირთა ნუსხა, რომელთა სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც შეიძლება გაიცეს დამუქებული მინების  გამოყენების თანხმობა

  1. საქართველოს პრეზიდენტი.
  2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
  3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
  4. პარლამენტის კომიტეტებისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები.
  5. საქართველოს მინისტრი და მისი მოადგილეები.
  6. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მისი მოადგილეები.
  7. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე.
  8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.
  9. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი  და მისი მოადგილეები.
  10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
  11. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 
  12. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
  13. საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, ქ. თბილისის პროკურორი და საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორები.
  14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები.
  15. საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
  16. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები.
  17. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.
  18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
  19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
  20. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
  21. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
  22. სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე.
  23. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
  24. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
  25. გენერალური აუდიტორი.
  26. თვითმმართველი ქალაქის (თბილისი) მერი.

დანართი №2

სპეციალური სამსახურების მფლობელობაში არსებული იმ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა, რომლებზედაც გაიცემა დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა

  1. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ოპერატიულ-ტექნიკური, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო ან/და საბრძოლო დანიშნულების მქონე სპეციალური ტექნიკით/აპარატურით.
  2. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეციალური ღონისძიების (სადაზვერვო ან/და საბრძოლო დავალების  შესრულება, თავდასხმის მოგერიება, განაღმვა) ან სპეციალური ოპერაციის ჩატარების დროს (მძევლების გათავისუფლება, დანაშაულებრივი დაჯგუფების განეიტრალება  და ა.შ.).
  3. სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოსარგებლე პირის დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო. 
  4. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განკუთვნილია ესკორტის, პირადი დაცვის ან/და ოპერატიული უზრუნველყოფის, აგრეთვე დაგეგმილი ღონისძიების ან/და ობიექტის დაცვის მიზნებისათვის.
  5. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასწრაფო-სამედიცინო, ინკასაციის მომსახურებისთვის.
  6. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება სადაზვერვო-ოპერატიული საქმიანობისათვის.
  7. სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა-გადაყვანა და გაცილება.