„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 555
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018173
555
18/09/2014
ვებგვერდი, 18/09/2014
040030000.10.003.018173
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №555

2014 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსა­ხუ­რის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის  2013  წლის  31 დეკემბრის №406 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  040030000.­10.003.01.017569) შეტანილ იქნეს ცვლილება და საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსა­ხუ­რის დებულების:

1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“  ქვეპუნქტი:

„ვ1) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა საქსტატის საბჭოსთან შეთანხმებით;“.

2.  მე-6 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე1“  ქვეპუნქტი:

„ე1) თანხმობას აძლევს აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოზე დანამატის დაწესებასა და ოდენობაზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი