„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016344
1-1/257
17/09/2014
ვებგვერდი, 18/09/2014
040030000.22.024.016344
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/257

2014 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუქნტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტსრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 110414009, 14/04/2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატების,  დაშვების მოწმობებისა და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემა და ამ ნებართვებით, სერტიფიკატებით,  დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების, დაცვის მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე აწესებს დანამატს გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) „საქართველოს შრომის კოდექსისმე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან.“

3. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შედეგი შინაარსის „ზ“-„მ“ ქვეპუნქტები:

„ზ) საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) დებულებების შესაბამისად ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების (მძღოლის ბარათი,  კომპანიის ბარათი, სახელოსნოს ბარათი და  მაკონტრლებლის ბარათი) დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და  ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა,  შესაბამისი  რეესტრის წარმოება;

თ) ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების (შემდგომ - სახელოსნოები) ნუსხაში  შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა, ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დაშვების მოწმობების გაცემა, სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება;

ი) სახელოსნოების ხელმძღვანელობისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმით ყოველწლიური ინფორმაციის მიღება და მათი საქმიანობის ანალიზი;

კ) სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოსნოების მომსახურების მომხმარებლებისათვის და AETR-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტურო ორგანოებისათვის, აგრეთვე მათთვის ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება  ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე;

ლ) ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტფიფიკატების, განაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფების ელექტრონული ბარათების გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამისილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების  და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;

მ) დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ.“.

გ) 41 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით,  სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით და ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;“.

დ) 41 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) AETR-ის შეთანხმებით დადგენილი პირობების შესრულებაზე, სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმებების შესახებ, სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში ინფორმაციის მიწოდება,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისათვის წარსადგენად.“.

4.  

მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;“.  

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი