აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112-უ.ს.შ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320040.31.056.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
112-უ.ს.შ.ს.
18/09/2014
ვებგვერდი, 23/09/2014
010320040.31.056.016044
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/09/2014 - 16/11/2017)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
1. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის მიზნით სტაჟიორობის კანდიდატთა შერჩევა და მიღება განხორციელდეს საჯარო კონკურსის გზით, არაუმეტეს 3 თვის ვადით.

2. საჯარო კონკურსის გამოცხადება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში საჯარო კონკურსის გზით შერჩეულ სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს თითო სტაჟიორით.

4. საჯარო კონკურსის გზით შერჩეული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში სტაჟირებას გაივლიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო ან/და საშემოდგომო სესიების პერიოდში.

5. საჯარო კონკურსის გზით შერჩეული თითოეული სტაჟიორის შრომის ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში ყოველთვიურად განისაზღვროს 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატმა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N112-უ.ს.შ.ს.