დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.141.016125 |
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №17 დადგენილებაში შეტანილი შემდეგი ცვლილება: |
2.
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2014წლის ბიუჯეტის შემოსავლები 10380425 (ათი მილიონ სამას ოთხმოცი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარის ოდენობით და ხარჯების მიხედვით 11032925(თერთმეტი მილიონი ოცდათორმეტ ათას ცხრაას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10340,4 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9600,4 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 440,0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11032,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 160,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 200,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 40.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 652,5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 652,5 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 652,5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 78,7 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 215,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 121,6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 88,2 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ “საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 13,5 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების ღონისძიებები, აგრეთვე, საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მოსვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგაბო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაობის განხორციელება. მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების ლოკალიზება და მათი შედეგების ლიკვიდაცია. ზარალის მინიმიზაცია. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეში მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის კოორდინაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული სამუშაოების შესრულება.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა, ასევე, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსდება. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობას შეექმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტს. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამა გულისხმობს როგორც ქ. ახალქალაქის შიდა გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციას და მოვლა-შენახვას, აგრეთვე, სასოფლო გზების რემონტსაც. რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით, იმოძრავებს კომფორტულად. 2.1.1 გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის ხარჯი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ახალი/მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2014 წელს დაგეგმილია ასფალტირება, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა შემდეგ ქუჩებზე: აღამალიანის ქუჩა (ლომსაძის ქუჩიდან აღმაშენებელის ქუაჩამდე) 330 მ უკმერსკაიას ქუჩა (ლომსაძის ქუჩიდან აღმაშენებელის ქუაჩამდე) 110 მ მ. სარკისიანის ქუჩა (დარბინიანის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე) 330 მ ჯავახიშვილის ქუჩა (თუმანიანის ქუჩიდან მ.სარქისიანის ქუჩამდე) 100 მ წერეთლის ქუჩა (ჯავახეთის ქუჩიდან თბილისის ქ. და სტადიონი) 100 მ ჭავჭავაძის ქუჩა (ჯავახეთის ქუჩიდან ფშაველას ბოლომდე) 380 მ თელმანის ქუჩა (მიასნიკიანის ქუჩიდან ძნელაძის ქუჩამდე) 330 მ შაუმიანის ქუჩა (თელმანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე) 200 მ ძნელაძის ქუჩა (თელმანის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე) 200 მ ვაჟა-ფშაველას ქუჩა (ჯავახიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე) 200 მ ცენტრალური ბიუჯეტით კი დაფინანსდება შემდეგი ქუჩები: ენგელსის ქუჩის რეკონსტრუქცია (860 მ) თბილისის ქუჩის რეკონსტრუქცია (950 მ) აღმაშენებლის ქ.-ის საქვეითო ბილიკის მოწყობა. 600 კვ.მ.
რეაბილიტაციის შემდგომ ქუჩების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მოსახლეობა ისარგებლებს სუფთა და მოხერხებული გზებით, იმოძრავებს კომფორტულად. 2.1.2 სასოფლო გზების რემონტი 2014 წელს გათვალისწონებულია სოფლის გზების რემონტი მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მოსალოდნელი შედეგი: სოფელი უპრობლემოდ იქნება დაკავშირებული ქალაქთან, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობას შეექმნება კომფორტული მიმოსვლის პირობა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 2.2.1 საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები 2.2.2 წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ექსპლუატაცია წყალმომარაგების პრობლემა მნიშვნელოვანი საკითხია ყველასათვის. ჩატარდება სარებაილიტაციო სამუშაოები იმ ქუჩებზე სადაც გათვალისწინებულია ასფალტირება. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია სასმელი წყლის წყალსადენი მაგისტრალის რეაბილიტაცია შემდეგ ობიექტებზე: 1. სოფ. გომანის, კარტიკამის, ხოსპიოს სასმელი წყლის წყალსადენი. 2. სოფ. კოთელიის სამსმელი წყლის წყალსადენი. მოსახლოდნელი შედეგი: მოსახლეობა სადღეღამისოდ უზუნველყოფილი იქნება წყლით, რომელიც დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. მოსალოდნელი შედეგი: სუფთა და კეთილმოწყობილი ქუჩა ქალაქის სახეა. 2.2.4 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2014 წელს ახალქალაქის ქუჩებზე დაგეგმილია გარე განათების ლამპიონების დადგმა უფრო მეტ ადგილას. მოსალოდნელი შედეგი: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. 2.2.5 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების თუნუქის რემონტი. 2.3 ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილმოწყობის უზრუნველყოფა, სკვერების კეთილმოწყობა, სპორტული მოედნების მოწყობა, ქალაქის სიმბოლოს დადგმა, 2014 წელს დაგეგმილია შემდეგი სამუშოები: აღმაშენებლის ქ. №2 ; №3; №5; № 10 ბინების ს ეზოების კეთილმოწყობა ქალაქში ხეების მოჭრა. საინვალიდო გზებისა და პანდუსების მოწყობა. ქ. ახალქალაქში მინი სტადიონის რემონტი. ქალაქში არსებული ხიდის იატაკის საფარის შეცვლა. საკრებულოს შენობის გაზიფიცირება .
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია აღნიშნული კეთილმოწყობის ღონისძიებები, რათა ბავშვები უზრუნველყოფილ იქნენ კეთილმოწყობილი სკვერებით, სპორტული მოედნებით. 2.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.
3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 530 მეტი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა, აღმზრდელთა ხელფასებს, კვებისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. გარემონტდება სოფ. კოთელიის. ბარალეთის, კარწახის, დილისკას, კუმურდოს, კოჩიოსა და ქ.ახალქალაქის №1 , №2 საბავშვო ბაღები. საბოლოო შედეგი: აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა.
3.2 მომავლის სახლი მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მომავლის სახლი, რომელშიც შექმნილია სხვადასხავა შემოქმედებითი ჯგუფები. სადაც ირიცხება 100 ბავშვი. მუნიციპალიტეტი აფინასებს მომავლის სახლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის მასწავლებლების ხელფასებს და სხვა მიმდინარე ხარჯებს. საბოლოო შედეგი: ბავშვების განვითარება ხელოვნების დარგში.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ გამოავლინონ თავიანთი სპორტული შესაძლებლობები. საბოლოო შედეგი: კულტურული მემკვიდრეობის, სპორტული და რელიგიური განვითარების გაუმჯობესება და ხელშეწყობა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2014 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: · სპორტული ღონოსძიებების დაფინანსება · საჭადრაკო სკოლა, სადაც სწავლობს 75 -მდე მოსწავლე; · სპორტულ სკოლას, სადაც ირიცხება 170 -მდე სპორტსმენი; · სპორტკომპლექსი, სადაც 330 -მდე სპორტსმენია; · საცურაო აუზი - სადაც 250-მდე მოსწავლეა. 4.1.1 სპორტული ღონოსძიებების დაფინანსება დაფინანსებული იქნება სხვადასხვა სპორტული პირველობები, აგრეთვე, სხვა ჩატარებული ღონისძიებები.თანხები გამოყოფილი იქნება აგრეთვე დიპლომებისა და მედლების შესაძენად,რათა გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისად დაჯილდოვდნენ. ჩატარებული იქნება შემდეგი ღონისძიებები: · სათხულამურო შეჯიბრი „ ჯავახეთის ზამთარი „ · ფეხბურთის ჩემპიონატი · ხელბურთის ჩემოპიონატი · პირველობა ჭადრაკში · პირველობა ჩოგბურთში · პირველობა „არმპრესლინგში“ · პირველობა ცურვაში · პირველობა კარატესა და ბოქსში · რაგბის პირველობის გახსნა · პირველობა მსუბუქ ათლეტიკაში · სასკოლო სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები · ექსკურსიები საქართველოს ღირშესანიშნაობათა სანახავად · საზაფხულო საბავშვო ბანაკის „ტაშვანკას“ ორგანიზება. 4.1.2 სპორტული სკოლა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა, სადაც ირიცხება 170 -მდე სპორტსმენი; ჰყავთ ფეხბურთის გუნდი და იღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში. ხელი ეწყობა მათი სპორტული ცხოვრების მომავალ განვითარებასა და აგრეთვე მათ ჯანმრთელობას. 4.1.3 საჭადრაკო სკოლა ფინანსდება საჭადრაკო სკოლა, სადაც სწავლობს 75-მდე მოსწავლე, ისინი ეუფლებიან ჭადრაკს სრულყოფილად და იღებენ სხვადასხვა პირველობებში მონაწილეობას. 4.1.4 სპორტკომპლექსი სპორტკომპლექსში გაერთიანებულია 330-მდე სპორტსმენი, სადაც სწავლობენ სხვადასხვა ათლეტიკას.მონაწილეობენ შეჯიბრებეში, რაც ხშირად გამარჯვებით მთავრდება. 4.1.5 საცურაო აუზი საცურაო აუზზე დადის 250-მდე სხვადასხვა ასაკისა და რაოდენობის როგორც მოსწავლე, ასევე სპორტსმენი, რაც ხელს უწობს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი სპორტის სახეობის ჩამოყალიბებას. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიგასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: კულტურის ღონისძიებების დაფინანსება; · ბიბლიოთეკები; · კლუბები · სახელოვნებო სკოლები · მუსიკალური სკოლა · მუზეუმი · აშუღის სკოლა. 4.2.1 კულტურის ღონისძიებების დაფინანსება დაფინანსდება ისეთი მასობრივ-ტრადიციული დღესასწაული, როგორიცაა „ ჯივანობა“. ფესტივალები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თვითნასწავლი მხატვრები და სხვა შემოქმედებითი ადამიანები. საახალწლოდ მოირთვება და გალამაზდება ქალაქი, ასევე საბავშვო ბაღის ბავშვებს გადაეცემათ საჩუქრები, დაჯილდოვდებიან საუკეთესო თანამშრომლები, სპორტსმენები და მონაწილეები. 4.2.2 ბიბლიოთეკები ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ბიბლიოთეკები. შედეგი: მომხმარებელთა სრული უზრუნველყოფა წიგნებითა და შესაბამისი ინფორმაციით. 4.2.3 კლუბები კლუბებში ერთიანდება საბალეტო ანსამბლი,ანსამბლი „ ჯავახკ“ , ქართული ანსამბლი „მურჯი“, თეატრი, სახელმწიფო ინსტრუმენტული ანსამბლი, თოჯინების თეატრი, საბავშვო თეატრი, საესტრადო ანსამბლი. კლუბური გაერთიანები აგრეთვე არსებობს მუნიციპალიტეტის 30 სოფელში, რაც ხელს უწყობს მოსახლეობას, ბავშვებს, შეისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარემონტდება სოფ.ღადოლარში, მოდეგამში, აფნიში, ტრკნაში, ბურნაშეთში, ალასტანსა და ბეჟანოში მდებარე კულტურის სახლები. ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების კულტურის სახლებში გაყვანილი იქნება ელექტროენერგია. 4.2.4 სახელოვნებო სკოლები სახელოსვნებო სკოლებში 140-მდე მოსწავლე სწავლობს ხატვას, ძერწვას, კერვას, ქარგვას და სხვა მრავალ სახელოვნებო დარგს. 4.2.5 მუსიკალური სკოლა მუსიკალურ სკოლაში სწავლობს 161 მოსწავლე,სადაც იღებენ სრულყოფილ მუსიკალურ განათელებას. 4.2.6 მუზეუმი ახალქალაქის მუზეუმში ინახება ძველი ისტორიული შემოქმედებითი ნივთები, მუზეუმს ჰყავს უამრავი დამთვალიერებელი, რაც მოსახლეობას ხელს უწყობს კარგად გაეცნონ ისტორიას. 4.2.7 აშუღის სკოლა სკოლაში სწავლობს 30-მდე მოსწავლე სიმღერას და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრას. მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ფესტივალებში და აწყობენ კონცერტებს. 4.3 პროგრამა „მოამბის“ თარგმნა სომხურად ფინანსდება საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“თარგმნა. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არ იცის ქართული, მათი სრული ინფორმირებისათვის საჭიროა პროგრამა „მოამბის“ თარგმნა სომხურად, რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს, გაეცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებისაგან. 5.1 ჯანდაცვის პროგრამები პროგრამაში ერთიანდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება და ჯანდაცვის სხვა საქმიანობები . 5.1.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია, დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების გავლენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებების, მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში შხამიანი ცხოველების, ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. საბოლოო შედეგი: ღონისძიებათა ხარისხიანი და დროული ჩატარება გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან. 5.1.2 ჯანდაცვის პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის ამბულატორიის საძირკვლის მოწყობასა და გარე საინჟინრო კომუნიკაციებით უზრუნველყოფას. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ექსტრემალური შემთხვევების, ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯი ამ ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს რაიონის შეჭირვებულ მოსახლეობას, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების, ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად. აღნიშნული დახმარებები გაიცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულები არ აღემატება 80 000 ქულას. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. 5.2.2 ომში მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯების დაფარვა (ბენეფიტის ოდენობა 250 ლარი). მოსალოდნელი შედეგი: მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების მდგომარეობის შემსუბუქება. 5.2.3 ახალშობილთა დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დახმარება, ახალშობილის შეძენის შემთხვევაში. თითოეულ ახალშობილზე, მის მშობლებს მუნიციპალიტეტი გადასცემს 200 ლარს. მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება . 5.2.4 ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ფინანსური დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულები არ აღემატება 80 000-სს, 100-დან 400 ლარამდე, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება 100-დან 400 ლარამდე, სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების დახმარება 100-დან 400 ლარამდე ასევე, ლტოლვილების და რეპრესირებულების დახმარება 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, მარტოხელა პენსიონერების, ასევე ლტოლვილთა და რეპრესირებულთა სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 5.2.5 საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხარჯებისათვის დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 80 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური დახმარება საბინაო- საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, სახლის დაზიანების, საარსებოდ უვარგის სახლში არსებობის შემთხვევაში, კომისიის მიერ დაგენილი თანხის ოდენობით (1000 ლარამდე) . მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახებიდან ინვალიდ, ობოლ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ფასიანი სწავლების დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:სოციალურად დაუცველი , ინვალიდი, ობოლი და მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებიდან ბავშვების ფასიანი სწავლების (სამუსიკო სკოლებში) დაფინანსება, თითოეულ ბავშვზე 10-20 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: იმ ბავშვთა ფასიანი სწავლების უზრუნველყოფა, რომელთა მშობლებსაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ. 5.2.7 მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახების დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომში სამშობლოს დაცვისას დაღუპულ ვეტერანთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ვეტერანთა ოჯახების სოცილაურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 5.2.8 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დახმარება იგეგმება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარება თითოეულზე წელიწადში ორჯერ 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: მეორე მსოფლიო ომში მონაწილე და მათთან გათანაბრებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 5.2.9 9 მაისის ღონისძიებები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: გვირგვინებით შემკობის ღონისძიების ხარჯების დაფარვა (500 ლარი), ომში მონაწილე ვეტერანებისათვის ბანკეტის ორგანზების ხარჯის დაფარვა (2000 ლარი) მოსალოდნელი შედეგი: მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მეომართათვის პატივის მიგება.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები