„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39982
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 15/09/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016296
  • Word
39982
15/09/2014
ვებგვერდი, 19/09/2014
000000000.00.00.016296
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №39982

2014 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი       

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N34134 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:        

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის 34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ (დანართი 1):

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) არ დააზიანოს, არ დაკარგოს, არ გაანადგუროს და გულისხმიერად მოეპყრას შესაბამისი წესით მასზე გადაცემულ სამსახურის მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის ძირითადი საშუალებები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები). ამასთან, მიიღოს გონივრული ზომები შესაბამისი ქონების მიმართ მოსალოდნელი ზიანის ასაცილებლად.“;

ბ) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლით დადგენილი დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომელს არ დაეკისრება თუ იგი ნებაყოფლობით აანაზღაურებს მისი ბრალეული ქმედებით გამოწვეულ ზიანს, ზიანის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ი. გვარამაძე