დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016134 |
35
24/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
190020020.35.129.016134
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში (სსმ, 18/07/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. გამგებლის წარმომადგენელი გეზრულისა და ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში – 700“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. გამგებლის წარმომადგენელი ჭიათურის, ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის, ხრეითის, სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, პერევისის, ითხვისის, ნიგოზეთის, მანდაეთის, სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში – 750“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლი ძალაში შევიდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად ჩატარებული საჯარო კონკურსის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები