“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის N146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის N146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 300280010.22.025.016153
99
16/09/2014
ვებგვერდი, 17/09/2014
300280010.22.025.016153
“საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის N146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №99

2014 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და საქართველოს მთავრობის  2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 8 ოქტომბრის №146 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შინაგანაწესში (ვებგვერდი, 09/10/2013, 300280010.22.025.016113)  შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 09.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით 13 წლამდე ასაკის ბავშვთა მშობელთათვის სამუშაო დრო შესაძლებელია განისაზღვროს 09.30 სთ-დან 18.00 სთ-მდე.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე