„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016343
1-1/252
16/09/2014
ვებგვერდი, 17/09/2014
040030000.22.024.016343
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/252

2014 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570   ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.01697, 30.07.2012)  დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს  სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
   გ) სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფ სახსრებს, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ” ქვეპუნქტი:

„თ) უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სამსახურში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სამსახურის დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც  სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სამსახურის ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან.“.

მუხლი 2
  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი