დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.165.016151 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საკრებულო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №35 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვროს 12683.5 ათასი ლარის ოდენობით; შემოსულობების ნაწილში-12415.9 ათასი ლარის ოდენობით; მათ შორის გადასახადები - 2141,7 ათასი ლარი; გრანტი - 8794.5 ათასი ლარი; სხვა შემოსავლები - 1296,5 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლება -183,2 ათასი ლარი; ფინანსური აქტივების კლება - 267.6 ათასი ლარი; გადასახდელების ნაწილში განისაზღვროს - 12683.5 ათასი ლარი.“ 2. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №35 დადგენილების დანართი №1, №2, №3 ჩამოყალიბდეს №1, №2, №3–ის დანართების შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თანადართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 12232.7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 8794.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1296.5 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 7258.7 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 5230 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 5413,1 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 183.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ათას ლარებში
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 256,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 267,6 ათასი ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 267,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილებაგანისაზღვროს 11.6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60.0 ათასი ლარის ოდენობით. მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ და გამოყოფს საფინანსო ორგანო. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 210.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 82.0 ათასი ლარი; ბ. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 120 ათასი ლარი; გ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 8.0 ათასი ლარი. 2 „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დანართი №2
|
თავი I
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუნიციპალიტეტის ძირითადი პრინციპებია:
ა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების განმტკიცება; ბ. საინვენსტიციო გარემოს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; გ. სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის ამაღლება; დ. კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; ე. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. |
მუხლი 2.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
(პროგრამული კოდი 02 00) |
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ა. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობისა და შეიარაღების მოდერნიზაციის გაგრძელება მატერიალურ–ტექნიკური ბაზის თანამედროვე სტანდარტების ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვა. მათი შესწავლის უზრუნველყოფა, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური მუშაობა რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება, მათი შედეგების ლიკვიდაცია, მოსახლეობისა და გარემოს სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: სახანძრო–სამაშველო ოპერატიული სამსახურის შემთხვევებზე რეაგირების დროის შემცირება 10%-ით. წინა წლებთან შედარებით უბედური შემთხვევების (მათ შორის გარდაცვლილთა) შემცირება 20%-ით. წინა წლებთან შედარებით დამწვარი ფართობების შემცირება 20%-ით. ბ. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო დამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; რეზერვისტთა გაწვევის გაუმჯობესება. თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა. შედეგების საბოლოო შეფასება: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გეგმის 100%-ით შესრულება. მობილიზებული რეზერვისტების 100 %-ით შესრულება. |
მუხლი 3.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) |
ეკონომიკური პოტენციალის ამაღლების და შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შემდგომი მოვლა –შენახვა, რომელიც ითვალისწინებს გზების მოასფალტებას და ორმოულ შეკეთებას, სასოფლო გზების მოხრეშვას, ტროტუარების რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობას, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების და ქსელის სისტემის რეაბილიტაციას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სახურავების და ფასადების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის ქსელის მომსახურებას, გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლოატაციას, ხევების ნაპირების გამაგრებას და მისი ნატანებისაგან გაწმენდას, ქალაქის დასუფთავებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ბაღების მოვლა–პატრონობას, მეტეოროლოგიური სადგურის მომსახურე პერსონალისთვის ხელფასის გადახდას, სპორტული დარბაზების და სპორტული მოედნების მოწყობას, სკვერების მოვლა–შენახვას და ექსპლოატაციას.
ა. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია და რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. მოწესრიგებული სავალი ნაწილი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ქუჩების განტვირთვა ჭარბი სატრანსპორტო ნაკადისაგან სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: რეაბილიტირებული გზების ზრდა 40 %–ით. ახალი საფარით დაფარული გზების მატება 30 %–ით. ბ. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა–შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და ქსელის მოვლა–შენახვა და ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული ხევების ნატანებისაგან გაწმენდა, დამცავი ჯებირების მშენებლობა. ბ.ა. წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, არსებულ წყალმომარაგების ქსელის მცირე მასშტაბიანი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ტერიტორიაზე არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა საუბნო და ცენტრალური ქსელების, სატუმბი სადგურების მოვლა–პატრონობა (დარეგულირება) და რეცხვა–დეზინფექცია სადეზინფექციო საშუალებებით. წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებულ სანიტარულ ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით. ბ.ბ. გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქუჩების განათება. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა. ბ.გ. დასუფთავების ღონისძიებები პროგრამული კოდი (03 02 03) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სანიტარული მგდომარეობის გასაუმჯობესებლად განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს 42 ქუჩიდან, სოფელ გიორგიწმინდის და ნინოწმინდის მოსახლეობიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა არანაკლებ ორ დღეში ერთხელ. ასევე განხორციელდება ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების და მოედნების დაგვა–დასუფთავება, ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა, ნაგავსაყრელის მოვლა–შენახვა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი ბუნკერების შეძენა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ბაღების, სკვერების, გაზონების მოვლა–პატრონობა. ბ.დ. ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტები თოვლის დნობის ან ძლიერი წვიმების დროს ჭარბ წყალს ვერ იტევს, კალაპოტიდან გადმოდის და მოსახლეობის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთებს ტბორავს. ხშირია შემთხვევა წყლის ცენტრალურ გზაზე გადასვლის, რაც ხელს უშლის კახეთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილებას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების კალაპოტების ნატანებისაგან გაწმენდა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მრავალსართულიან შენობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის იერსახის გაუმჯობესება; სუფთა და უსაფრთხო გარემო; დასახლებული ტერიტორიების წყალმომარაგების მიწოდების გაუმჯობესება; მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ხარისხის გაუმჯობესება; ფეხით მოსიარულეთათვის და სატრანსპორტო საშუალებებისთვის უსაფრთხო გადაადგილება; კრიმინოგენური ფაქტორების შემცირება; შედეგების შეფასების ინდიკატორი: რეაბირიტირებული საცოვრებელი ფართობი გაიზრდება 10%–ით; რეაბილიტირებული ფასადების ფართობის ზრდა10 %–ით; დასატბორი ფართობის შემცირება 5 %–ით; სასმელი წყლის ქსელის შენარჩუნება. გ. კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეარსებული სკვერების, გაზონების მოვლა-პატრონობა, ხე მცენარეების, ბუჩქებისა და ყვავოლების შეძენა, ახალი სკვერების მოწყობა, გ.ა. სკვერების, ბაღების მოვლა–შენახვა და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა, ხე და მცენარეების, ბუჩქების და ყვავილების შეძენა, სანაგვე ურნების საბაღე სკამების აღდგენა, მწვანე საფარის მუდმივი განახლება, გარე განათების მოწესრიგება მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქალაქის იერსახის გალამაზება; მოვლილი, გამწვანებული სკვერები და გაზონები; მოსახლეობის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორი: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; დასვენებისა და გართობის ადგილების მოწყობა; გამწვანებული, მოვლილი ტერიტორიები. |
მუხლი 4.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განთასებულია 26 სკოლამდელი დაწესებულება, სადაც სწავლობს 1150 აღსაზრდელი, 2014 წელს დაწესებულებების შენახვაზე გამოყოფილია 1267,7 ათასი ლარი, საიდანაც კვების თანხაზე მიიმართება 421,0 ათასი ლარი, სკოლამდელ დაწესებულებებში სამჯერადი კვებაა, ერთი ბავშვის კვება დღეში 2 ლარი და 40 თეთრია, პროექტის ფარგლებში ხორციელდება სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა კვების ხარისხის ამაღლება, ასევე მოსაწესრიგებელია სკოლამდელი დაწესებულებების შენობები და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ზოგადი და პროფესიული განათლების ხელშეწყობა.
ა. სკოლამდელი განათლება(პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა ,,სკოლამდელი აღზრდის პროგრამის“ შესაბამისად, ანუ შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა, ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: საბავშვო ბაგა–ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მენეჯმენტის სრულყოფა; საბავშვო ბაგა–ბაღებში დასაქმებულთა მოტივიზაციის გაზრდა; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის პროცესში. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: აღსაზრდელთა და მშობელთა კმაყოფილობის ზრდა; აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდა 10%–ით; მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდა; საბავშვო ბაღებზე გაწეული დანახარჯების ეკონომიის შედეგად ოჯახების შემოსავალი გაიზრდება 10-30 ლარით; ბავშვების მოვლაზე დედების დროის ეკონომია; შეკეთდება 5 საბავშვო ბაღი; 2014 წელს დამატებით გაიხსნება 3 ჯგუფი, (2 იორმუღანლოს ზონაში, 1 ქ. საგარეჯოში, გაღმა უბნის დასახლებაში). შემცირდება საბავშვო ბაღების გარეშე დარჩენილი ბავშვების ოდენობა 1400 აღსაზრდელამდე. ბ. პროფესიული განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამა ითვალისწინებს ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკურ სულიერ აღზრდას, მოახდინოს მათი მხატრულ–შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, ასევე ხელი შეუწყოს არაქართველი მოსახლეობის ქართული ენის შესწავლას. პროგრამა ითვალისწინებს ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეთა ესთეტიკურ სულიერ აღზრდას, მოახდინოს მათი მხატრულ–შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. არაქართველი მოსახლეობის ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: განათლებული მომავალი თაობის აღზრდა; ქართული ენის პოპულარიზაცია. |
მუხლი 5.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
(პროგრამული კოდი 05 00) |
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლენა.
ა.სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენების წახალისება; სპორტის სხვადასხვა სახეობის (ფეხბურთის, ცურვა, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, მძეოსნობა, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, რაგბი, ჭადრაკი) განვითარების პოპულარიზაცია. სხვადასხვა ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ა.ა.სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპოტრსმენების წახალისება; 2014 წლის განმავლობაში დაფინანსდება აიპ ,,საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ (სადაც ფუნქციონირებს ჭადრაკის, ფეხბურთის, თავისუფალი ჭიდაობის, ძიუდოს, მძეოსნობის, ბერძნულ–რომაული ჭიდაობის, რაგბის სექციები) და აიპ საგარეჯოს 105 კომპლექსური სპორტსკოლის ხარჯები. აიპ ,,საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ სექციებში ჯანმრთელობას იკაჟებს 716 მოსწავლე. მ.შ. 19 გოგონა. სპორტსკოლებში სწავლა უფასოა გარდა ცურვის სექციისა. სპორტულ სკოლებში დასაქმებულია მწვრთნელები, რომელიც ემსახურება ბავშვის აღზრდას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ბავშვების და მოზარდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმა; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; სპორტის სხვადასხვა სახეობებში ადგილობრივ და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; შედეგების შეფასების კრიტერიუმი: სპორტულ ჯგუფებში ჩაბმული ბავშვთა და მოზარდთა რაოდენობის ზრდა; სპორტის ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა რაოდენობის ზრდა; ბ. პროგრამა – კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული კულტურის ობიექტების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის განახლება თანამედრვე ლიტერატურით, ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრის რეპერტუარის განახლება; კულტურული დაწესებულებებისათვის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა, საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სეზონზე ახალი სპექტაკლების ზრდა; მოსახლეობისათვის განახლებული სერვისის შეთავაზება და მკითხველთა დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა; მუზეუმების პოპულარიზაციის გაზრდილი დონე – ექსპოზიციები; გამოფენები, გზამკვლევები; საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; შედეგების შეფასების კრიტერიუმი: ახალი სპექტაკლების რაოდენობა; თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებული მაყურებლის ზრდა; ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა; საგანმანათლებლო–სამეცნიერო ღონისძიებების ზრდა; მუზეუმებში დამთვალიერებელთა რაოდენობა; გ. პროგრამა – სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლეთათვის დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა; სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა; მოსწავლეთათვის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსწავლეთა კულტურულ–საგანმანათლებლო დონის ამაღლება; მატერიალურად წახალისებული და მოტივირებული წარმატებული მოსწავლეები; შედეგების შეფასების კრიტერიუმი: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსები, ღია გაკვეთილები, კონცერტები; დ. პროგრამა – ახალგაზრდული ღონისძიებები, (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრენინგ–სემინარები, ფორუმები, ინტელექტუალურ–შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა) შემოქმედებითი ახალგაზრდების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები და სხვა) ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა; ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში) და სხვა ღონისძიებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ახალგაზრდობის მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა; ინტელექტუალური დონის ამაღლება; თვისობრივად და ხარისხიანად განხორციელებული ღონისძიებები; შედეგების შეფასების კრიტერიუმი: წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების ზრდა; საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდები; ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა. ე. პროგრამა საგამომცემლო საქმიანობა(პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის კანონის შესაბამისად ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, საზოგადოებისა და პარტნიორების ინტერესებს. შპს–ს ძირითადი მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთის გამოშვება და მოსახლეობის ინფორმირება რაიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი სიახლეების მოსახლეობისათვის გაცნობა. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: ინფორმირებული მოსახლეობა; მასმედიის მედიატორის როლის გაძლიერება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის; მასმედიის საშუალებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის ინფორმირებულობა; მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფის გაზრდა; მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა. |
მუხლი 6.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს ექიმთა დამაგრების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელფასზე დანამატის გაცემას, ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, ქალაქ საგარეჯოს ტერიტორიაზე მცხოვრებ უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობის დაზუსტებას და მათ უფასო კვებას, საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებაში მომუშავე პირის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოჯახის სოციალურ დაცვას,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანთა დაფასება და გარდაცვლილთა ოჯახების დახმარებას, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლებიდან მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფას (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია), მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთათვის მედიკამენტებით და ფულადი ფორმით შემწეობების და ფინანსური დახმარების გაწევას.
ა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინფექციის და საბონიფიკაციო ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა. მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სოფლის ამბულატორიების მომსახურება. სოფელი უდაბნო მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 30 კმ-ით, სოფელში არის ამბულატორია, მაგრამ მძიმე პირობების გამო ჭირს ექიმთა სოფელში დამაგრება, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ექიმთა დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის დაწესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის საშიში ინფექციური დაავადების შემცირება და ეპიდზედამხდველობის გაუმჯობესება; მართვადი ინფექციების გავრცელების შეზღუდვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება; სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი დახმარების ადგილზე გაწევა. შედეგების შეფასების კრიტერიუმი: 10 %–ით; ეპიდემიოლოგიური დაავადების შემცირება 10%–ით; პროფილაქტიკური აცრების შესახებ ინფორმირებული მოსახლეობის ზრდა; დახმარებულ ბენეფიციართა რაოდენობis zrda 10%; მოსახლეობის კმაყოფილების დონის ამაღლება; საშიში დაავადებების ავადობის მაჩვენებელის შემცირება; სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შრომისუნარიანობის გაზრდა. ბ. სოციალური პროგრამები (06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა. ომის მონაწილეთა დახმარების და სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ომის ვეტერანთა ღვაწლის დაფასების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება და მათი დახმარება; გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დახმარების გაწევა 250 ლარის ოდენობით. ბ.ბ. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) არამდგრადი შრომის ბაზარი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური და ყოფაცხოვრების პირობების დინამიკური განუვითარებლობა, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადათ უფასო კვების სერვისი. ქალაქ საგარეჯოში ფუნქციონირებს 2 უფასო სასადილო 220 ბენეფიციალზე. ბ.გ. სტიქიური უბედურების შედეგად დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაცია (პროგრამული კოდი 06 02 03) პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული სახლებიდან გამოყვანილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია). ბ.დ. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა დახმარების პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 02 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთათვის მედიკამენტებით და ფულადი ფორმით შემწეობების და ფინანსური დახმარების გაწევას. ბ.ე. ხანდაზმულთა ცენტრის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერის ხელფასის და კომუნალური გადასახადების გადახდა, ხანდაზმულთა (90 წლის და მეტი) დახმარება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ქალაქში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება; ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: წარმატებული სოციალური პროექტების ზრდა 20 %–ით; სოციალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 5 %–ით. |
დანართი №3
|
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით განისაზღვროს თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები