დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის ფუნქციონირების დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.119.016197 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2014 - 28/03/2018)
|
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის ფუნქციონირების დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის ფუნქციონირების დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
დებულება
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. დებულება ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ ადგენს ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის შევსების ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს
2. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის. ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირი თემის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცენ მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.khoni.ge |
მუხლი 2.
ვებგვერდის ადმინისტრირება |
1. ვებგვერდის ადმინისრიტრირებას ანხორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას. ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას. გ) ინფორმაციის განთავსებას. დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავჯდომარის და გამგებლისათვის. ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან. 3. საკრებულოს და გამგეობის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თემის მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის. |
მუხლი 3.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი. |
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი/ყოველდღიური/ ბ) პერიოდული/ყოველკვირეული/ყოველთვიური/ გ) ერთჯერადი |
მუხლი 4.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება |
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის ერთეულის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდის დროულ, შესაბამის გვერდზე განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 13.00სთ გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 13 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდებზე ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდის სარგებლობის წესის მიხედვით, საკრებულოს თავჯდომარესთან და გამგებლის შეთანხმების საფუძველზე. |
მუხლი 5.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა |
ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მუნიციპალიტეტი ბ) ბიუჯეტი გ) ინფრასტრუქტურა დ) ბიზნესი ე) ისტორია ვ) ახალი ამბები ზ) განათლება, მეცნიერება თ) სოციალური სფერო ი) ბუნებრივი რესურსები კ) ღირშესანიშნაობები ლ) რელიგია მ) მაჟორიტარი დეპუტატი ნ) მართლწესრიგი ო) სამუშაო ჯგუფი პ) კონტრაქტი ჟ) ბმულები |
მუხლი 6.
ვებგვერდის სტრუქტურა |
1. მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად:
ა) საკრებულო ა.ა) საკრებულოს დებულება/რეგლამენტი ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები/თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები. ა.გ) საკრებულოს წევრები ა.დ) საკრებულოს კომისიები/უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები/ ა.ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები/ უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები/ ა.ვ) საკრებულოს ფრაქციები/ ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები/ ა.ზ) საკრებულოს ბიურო/ შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები/ ა.თ) საკრებულოს აპარატი/აპარატის დებულება, აპარატის უფროსი/ მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი/აპარატის სტრუქტურა ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობა ბ.ა) გამგეობის დებულება ბ.ბ) გამგეობის თანამდებობის პირები/ თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები/ ბ/გ) გამგეობის სტრუქტურა ბ.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები/ სტრუქტურული ერთეულების დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით/ ბ.ე) გამგეობის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი/ 2. სამართლებრივი აქტების ვებ-გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავჯდომარის ბრძანებები გ) გამგებლის ბრძანებები დ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანებები ე) გამგებლის მოადგილის ბრძანებები ვ) სტრუქტურული ერთეულების სამსახურის უფროსების ბრძანებები ზ) პროექტები თ) კანონპროექტები ი) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები 3. ხონის მუნიციპალიტეტოს თვითმმართველობის ვებ-გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები ბ) ისტორია გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დ) მუნიციპალიტეტის რუკა 4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე. 5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად: ა) ეკონომიკა ბ) მრეწველობა გ) მიწათმოწყობა დ) ბუნებრივი რესურსები ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობა ვ) მუნიციპალიტეტის ქონება ზ) ტრასპორტი თ) ტურიზმი 6. სოციალური სფეროს გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად: ა) განათლება ბ) კულტურა გ) ჯანმრთელობის დაცვა დ) სპორტი ე) სოციალური დაცვა ვ) ახალგაზრდობა ზ) მასმედია თ) არასამეწარმეო/არაკომერციული/ორგანიზაციები. 7. კონტაქტების გვერდზე თავსდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია/მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები