“ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109 - უ.ს.შ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 330010040.30.056.016042
109 - უ.ს.შ.ს.
18/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
330010040.30.056.016042
“ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (გაზეთი „აჭარა,“ N12, 30.01-01.02.2010)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) კურორტები - საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზ­ღვრუ­ლი კურორტები, მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინის­ტრაციულ საზღვრებში;

ვ) საკურორტო ადგილები - საქართველოს მთავრობის დადგენილებით გან­საზღვრული  საკურორტო ადგილები, მდებარე აჭარის ავტონომიური რეს­პუბლი­კის  ადმინისტრაციულ საზღვრებში, გარდა ბათუმის მთისა;“.

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით გათვალისწინებული ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის შეთანხმების საფუძვლის წარმოშობისას, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები საფუძვლის წარმოშობიდან 2 დღის ვადაში შეთანხმების თაობაზე მიმართავენ ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს, რომელიც 10 დღის ვადაში იძლევა თანხმობას, ან მოტივირებულ უარს ამბობს თანხმობის მიცემაზე. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ვალდებულია იმოქმედოს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.”.

3. კანონს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 

 ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში,  კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

 

ჩაქვი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N109 - უ.ს.შ.ს.