„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016181
35
12/09/2014
ვებგვერდი, 17/09/2014
010250050.35.105.016181
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №35

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში    (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ს/ნ 010250040.35.105.016149, 18.07.2014 წ.)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დებულების მე-6  მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ვ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი”.

2. დებულების მე-14  მუხლს დაემატოს მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,5.  გამგებლის წარმომადგენელს  აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით;

6 . ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია გამგებლის წარმომადგენელი;

7. ბეჭედი გამოიყენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე;

8. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.“.

3. დებულებას დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  141. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემის წესი.

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, დადასტურების შესახებ ცნობების ფორმებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით;

2.  ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“.

4. დებულების 35-ე  მუხლის მეორე ნაწილში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია  ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 12 სექტემბრიდან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია